თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს - Palitra News

თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

2025-07-21 09:35:45+04:00

თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მიზეზი კანონში შეტანილი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტი, რომელსაც ქარხნულის ნაცვლად, მოდიფიცირებული ანუ გადაკეთებული მაყუჩი ექნება თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში ჯარიმის სახედ 200 ლარი განისაზღვრება და დამატებით მანქანას 10 დღით ავტოსადგომზე გადაიყვანენ. აქციის მონაწილეებისთვის გაუგებარია, რატომ წარმოადგენს პრობლემას მაყუჩის შეცვლა იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტის ხმა არ ძლიერდება. ისინი ფიქრობენ რომ ავტომობილებისა და ბაიკების ხმის სიძლიერე დეციბელებით უნდა იზომებოდეს. როგორც ცნობილია, კანონმდებლებსა და მძღოლებს შორის კომუნიკაცია შედგა და უკვე მიღებული კანონი სექტემბერში გადაიხედება.