"ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით ოპოზიციის ნაწილი საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას იწყებს. 8 ოპოზიციური ძალა მოქალაქეებთან პირისპირ გასაუბრებას და მთავარი მოთხოვნის გახმოვანებას გეგმავს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების განცხადებით, მათი მიზანია წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფრო აქტიურად მოთხოვნა. შემოდგომაზე ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს ოპოზიციის ერთი ნაწილი. პარტია ლელოსა და გახარიას გუნდში ამბობენ რომ ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელია ბრძოლა ყველა ფრონტზე წარიმართოს.