ევროპარლამენტის სახელით გავრცელებული განცხადება კვლავ შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი მკაფიო გაფრთიხილებაა. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს და დასავლელ მეგობრებს არ მოუსმენს, ეს ქვეყანას დიდ დანაკარგს მოუტანს. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.