სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, 7000-ზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია, - სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა 640-ზე მეტი შენობა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წვიმები კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.