შედგება თუ არა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა? - Palitra News

შედგება თუ არა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა?

2025-07-19 20:09:18+04:00

შედგება თუ არა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა? - ბრიტანული მედიის მტკიცებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო გარიგებების სერიამ ტრამპს ოფიციალური პეკინის მიმართ საკუთარი შეხედულებების შეცვლა აიძულა. უცხოური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს ჩინეთში უახლოეს მომავალში შეხვდეს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლს პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ პუტინი სექტემბრის დასაწყისში ჩინეთს ეწვევა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება 3 სექტემბერს პეკინში გაიმართება.