აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინაზე მასირებული შეტევა გრძელდება - Palitra News

აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინაზე მასირებული შეტევა გრძელდება

2025-07-19 20:08:43+04:00

აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინაზე მასირებული შეტევა გრძელდება - რუსეთი უკრაინას თავს 300-ზე მეტი დრონითა და 30 რაკეტით დაესხა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა. მასირებულ შეტევას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განმარტა, რომ ომის დასრულებისთვის დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება და ომში მყოფი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქვე უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ გატაცებული 11 არასრულწლოვანი მოქალაქე უკვე დაიბრუნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შუამავლობისთვის კატარს მადლობა გადაუხადა.