საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - Palitra News

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის

2025-07-19 20:07:57+04:00

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - ეს განცხადება ევროპარლამენტის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გზავნილს წინ უძღოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასება, მანამდე კი - ევროკომისიის მიერ გავრცელებული 8 რეკომენდაცია, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტის განცხადება აქციისთვის დამატებითი მუხტის მისაცემად გავრცელდა. ქართული ოცნების აზრით, ევროკავშირი საქართველოში მოვლენების შეფასებისას, ორმაგ სტანდარტს იყენებს. ხელისუფლება, როგორც აშშ-სთან, ისე ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას, მხოლოდ ე.წ გლობალური ომის პარტიისა და ,,დიფ სთეითის’’ დამარცხების შემთხვევაში ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით კი - გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაშია. რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტი და რას პასუხობენ პოლიტიკური მხარეები?!