„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას"- ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან. მოგვიანებით, დემონსტრანტები მსვლელობით საკანონმდებლო ორგანომდე გადაინაცვლებენ. თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება. დღევანდელი მოცემულობით, ორი პოლიტიკური ძალა მუნიციპალურ არჩევნებზე ქართულ ოცნებას ოპონირებას გაუწევს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი - ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ლელო ძლიერი საქართველო და პარტია გახარია საქართველოსთვის - საერთო მერობის კანდიდატზე უნდა შეჯერდნენ. თავის მხრივ, ქართული ოცნება საკუთარ კანდიდატს საზოგადოებას მომავალ კვირაში წარუდგენს. ჩვენი ჟურნალისტი სალომე ჯაფარიძე იმყოფება ადგილზე.