ევროკომისიამ ევროკავშირში შესვლის ნებართვის ღირებულების გაზრდის შესახებ ინიციატივა წარადგინა - Palitra News

ევროკომისიამ ევროკავშირში შესვლის ნებართვის ღირებულების გაზრდის შესახებ ინიციატივა წარადგინა

2025-07-19 15:24:16+04:00

ევროკომისიამ ევროკავშირში შესვლის ნებართვის ღირებულების გაზრდის შესახებ ინიციატივა წარადგინა - ეს მოგზაურობისა და ავტორიზაციის ევროპული საინფორმაციო სისტემის ფარგლებში ახალი ინფორმაციული სისტემაა, რომლის მიზანიც ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერებაა. 2018 წელს მიღებული რეგლამენტის თანახმად, 3 წლის ვადით ევროკავშირში შესვლის ნებართვის ღირებულება 7 ევროს შეადგენდა. თუმცა, ევროკომისია ღირებულების 20 ევრომდე გაზრდას ითხოვს. ევროკომისიის წინადადება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში უნდა დამტკიცდეს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ახალი ღირებულება ძალაში მოგზაურობისა და ავტორიზაციის ევროპული საინფორმაციო სისტემის ამოქმედებასთან ერთად შევა, რაც 2026 წლის ბოლოსაა მოსალოდნელი.