„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები - უარი რუსულ სპეცოპერაციას"- ამ ლოზუნგით დღეს, დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება. დღევანდელი მოცემულობით, ორი პოლიტიკური ძალა მუნიციპალურ არჩევნებზე ქართულ ოცნებას ოპონირებას გაუწევს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი - ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ლელო ძლიერი საქართველო და პარტია გახარია საქართველოსთვის - საერთო მერობის კანდიდატზე უნდა შეჯერდნენ. თავის მხრივ, ქართული ოცნება საკუთარ კანდიდატს საზოგადოებას მომავალ კვირაში წარუდგენს. როგორია აქციის დღის წესრიგი და საკითხზე პოლიტიკური განწყობები?!