საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - Palitra News

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის

2025-07-19 15:21:22+04:00

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - ეს განცხადება ევროპარლამენტის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გზავნილს წინ უძღოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასება, მანამდე კი - ევროკომისიის მიერ გავრცელებული 8 რეკომენდაცია, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს. ქართული ოცნებისთვის ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული დათქმები მიუღებელია. კრიტიკული გზავნილები კი გაუგებარი. ხელისუფლება, როგორც აშშ-სთან, ისე ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას, მხოლოდ ე.წ გლობალური ომის პარტიისა და ,,დიფ სთეითის’’ დამარცხების შემთხვევაში ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით კი - გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაშია. რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტი და რას პასუხობენ პოლიტიკური მხარეები?!