მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2025-07-19 15:20:41+04:00

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 2 581 საბრძოლო ვაზნა, 12 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“, 15 ამფეთქი ფალია, 15 მჭიდი, 2 ხელყუმბარა და ტყვიამფრქვევი. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.