ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. - ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ. კერძოდ, თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის მიღების ე.წ. კასკადური წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც მოკლევადიანი ვიზა უკვე ჰქონდათ და არ აქვთ დარღვევები, შეუძლიათ შემდგომი განაცხადის წარდგენისას გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზა მიიღონ. თურქეთის მოქალაქეები ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღების შემდგომ უკვე სამწლიანი და ხუთწლიანი ვიზების მიღებას შეძლებენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს კონსტრუქციულ ნაბიჯად აფასებს და განმარტავს, რომ ევროკომისიამ და თურქულმა ინსტიტუტებმა სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებისკენ სწრაფვა უნდა განაგრძონ.