კახეთის რეგიონში კოლეჯების „აისი“ და „პრესტიჟი“ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა - Palitra News

კახეთის რეგიონში კოლეჯების „აისი“ და „პრესტიჟი“ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა

2025-07-19 13:02:40+04:00

კახეთის რეგიონში კოლეჯების „აისი“ და „პრესტიჟი“ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, მიიღო. მან კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამის სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრები გადასცა.