აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა - Palitra News

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

2025-07-19 13:01:59+04:00

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ღონისძიება ხონის სათემო განათლების ცენტრში გაიმართა, სადაც გიორგი ჯინჭარაძე, მუნიციპალიტეტის მერთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა -დევნილებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.