შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

2025-07-19 13:00:58+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ნივთმტკიცებად ამოღებულ ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, პერმანენტულად - სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ. მანამდე - სასამართლოს შესაბამისი განაჩენის დადგომამდე, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება. სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი, საცავიდან მათი გადატანა ხდება საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით შესაბამის ლოკაციაზე, სადაც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) ნარკოტიკების სრულად დაწვა, განადგურება ხორციელდება.