ევროპარლამენტი - საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია - Palitra News

ევროპარლამენტი - საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია

2025-07-19 12:55:37+04:00

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, - წერს ევროპარლამენტი.