თბილისში კიდევ ერთი სპეცოპერაცია მიმდინარეობს- არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები „გრინ ქვინ ჰოტელში“ ტარდება - Palitra News

თბილისში კიდევ ერთი სპეცოპერაცია მიმდინარეობს- არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები „გრინ ქვინ ჰოტელში“ ტარდება

2025-07-18 20:57:18+04:00

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, #36 ნომერში, სადაც სასტუმრო „გრინ ქვინ ჰოტელი“ მდებარეობს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება დოლიძის ქუჩაზე, #48-ში მდებარე „სტარ აიტის“ აკადემიაშიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული.

დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შესაბამის უწყებებში არკვევს.