საქართველოში საფრანგეთის ელჩი - უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად - Palitra News

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად

2025-07-18 18:50:29+04:00

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა საკვანძოა ორმხრივი სარგებლების დასაცავად“, - წერს გასრი.