„ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი - რას აცხადებენ და რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი - რას აცხადებენ და რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-07-18 15:27:52+04:00

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და არჩევნები სავარაუდოდ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გარეშე და რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის ბოიკოტის რეჟიმში ჩაივლის. სხვა პარტიებთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ ოპონირებას „გახარია საქართველოსთვის“ და „კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო“ გაუწევენ, თუმცა უჩვეულო ფორმით, რადგან გიორგი გახარია ბრიუსელში იმყოფება, ხოლო „ლელოს ლიდერები“ საპატიმროში რჩებიან. როგორც ცნობილია, ორივე პარტია მერობის და საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებად ნეიტრალურ, უპარტიო კანდიდატებს წარადგენს. ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის კოლეგების ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა. მათი აზრით - ბოიკოტი დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. მმართველი გუნდი არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს.