აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება მილიარდობით დოლარით შემცირდება. კანონპროექტი 216 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თანხის უმეტესი ნაწილი, სხვა ქვეყნების დასახმარებლად გამოიყენებოდა. მაგალითად, დაავადებების, ომის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს.