ნატო-ში ვაშინგტონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად უკრაინაში იარაღის სწრაფად მიწოდებას ცდილობს - Palitra News

ნატო-ში ვაშინგტონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად უკრაინაში იარაღის სწრაფად მიწოდებას ცდილობს

2025-07-18 12:45:49+04:00

ნატო-ში ვაშინგტონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად უკრაინაში იარაღის სწრაფად მიწოდებას ცდილობს, რომელიც ევროპას იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდებს და პატრიოტ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკუთარი მარაგებიდან გაყიდვას განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ალიანსის ევროპული სახელმწიფოები ამერიკული იარაღის - განსაკუთრებით კი ,,პატრიოტ’’-ის სარაკეტო სისტემების - შეძენას და კიევისთვის გადაცემას გეგმავენ, თუმცა კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით მიაწვდიან უკრაინას აღნიშნულ სისტემებსა და რუსული დამობმბვების ფონზე რამდენად მალე მოხვდება ის უკრაინის ტერიტორიაზე.