შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა - Palitra News

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

2025-07-18 12:43:47+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელი ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სიახლეებს გაეცნო. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი სახანძრო-სამაშველო მანქანები და სხვა სპეციალური ტექნიკა დაათვალიერა. გეკა გელაძემ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამომავლო პროექტების განხორციელებაში საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსირა.