ირაკლი კობახიძე - მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს და გვადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში-არ ჩავერთეთ ომში, რის გამოც დიპ სტეიტის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა - Palitra News

ირაკლი კობახიძე - მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს და გვადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში-არ ჩავერთეთ ომში, რის გამოც დიპ სტეიტის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა

2025-07-18 12:37:59+04:00

ვიზალიბერალიზაცია თუ მშვიდობა და სტაბილურობა - მმართველი გუნდის აზრით, ბრიუსელი საქართველოს არჩევანის წინაშე აყენებს. ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შემდეგ, ბრიფინგის ფორმატში, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელს ოფიციალური განცხადებით უპასუხა. პრემიერ-მინისტრის გზავნილები კვლავ დიფ სთეითის გავლენებს და საქართველოში სავარაუდო დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს შეეხებოდა. მმართველი გუნდისთვის ბრიუსელის მხრიდან შემუშავებული რეკომენდაციები მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ევროკავშირი საქართველოში მოვლენების შეფასებისას, ორმაგ სტანდარტს იყენებს. ოპოზიცია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.