უკრაინის პრეზიდენტი „50 დღეს“ გამოეხმაურა, რომელიც ტრამპმა პუტინს მისცა. ზელენსკიმ დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერის გადაწყვეტილებაზე მადლიერება გამოხატა. საკითხი ეხება იმ ქვეყნების წინააღმდეგ პოტენციური 100-პროცენტიან ტარიფების, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთისთვის საქნციების 50-დღიანი ვადა დროისა და ადამიანების სიცოცხლის ფუჭად კარგვაა, რადგან, მისი თქმით, პუტინი ტრამპს ატყუებს.