სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელმა სირიის ქალაქ სუვეიდასთან ახლოს მორიგი დარტყმა განახორციელა. უცხოური მედიის ცნობით, ეს ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი დარტყმაა მას შემდეგ, რაც ტერიტორია სირიის სამთავრობო ძალებმა დატოვეს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ღაზის სექტორში, ეკლესიაზე დარტყმის გამო სინანული გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ინციდენტი შეცდომა იყო. მედიის ცნობით, განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანხმობის შემდეგ გავრცელდა.