ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენები ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ სპორტსმენებს ადგილობრივ ტურნირებსა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა და ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია გადასცა. ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა სპორტსმენებს, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობაში, საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში, დადასტურებული მიღწეული შედეგების მიხედვით.