ექიმის ინფორმაციით, გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - Palitra News

ექიმის ინფორმაციით, გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

2025-07-17 18:51:48+04:00

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

გონიოში, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.