კახა კალაძე - ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება - რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ - Palitra News

კახა კალაძე - ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება - რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ

2025-07-17 15:42:00+04:00

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ თბილისი ავარიული დღეს და გუშინ არ გამხდარა. მისივე თქმით, ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ეს მხოლოდ მისი პრობლემა არაა. კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მომხდარის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და, მისივე შეფასებით, პოლიტიკური სპეკულაციები წამოვიდა.