პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები. პარლამენტის წინა ტერიტორია წითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა უკვე მიიღო, ტელეკომპანია „რუსთავის 2”-ის ყოფილმა ოპერატორმა თეიმურაზ დიდბერაშვილმა, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულია.მან გამოძიებასთან 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას იღებს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელიც 20 ივნისის საქმეში ასევე დაზარალებული პირია. ამავე საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებებში გუშინ მონაწილეობა მიიღო, მაკო გომურმაც, რომელსაც ასევე დაზარალებულის სტატუსი აქვს.