შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, ასევე, პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, 2021 წელს „ქართული ოცნებიდან“ გაიქცა, ახლა თავის პარტიას გაექცა, ასე დარბის და თან იტყუება - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, ასევე, პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, 2021 წელს „ქართული ოცნებიდან“ გაიქცა, ახლა თავის პარტიას გაექცა, ასე დარბის და თან იტყუება

2025-07-17 15:37:40+04:00

ვინ იქნება დედაქალაქში პარტია ლელოსა და გახარიას გუნდის მერობის საერთო კანდიდატი - საკითხის გარშემო მსჯელობა უკვე დაწყებულია. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ამბობენ რომ ამ ეტაპზე საერთო კანდიდატის გარშემო შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა საუბარი გრძელდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმომწერი 2 პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ასპარეზობით და საერთო კანდიდატის დასახლებით, გამარჯვების მიღწევა უფრო გამარტივდება. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, მიაჩნიათ, რომ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნები, უკვე გაყალბებულია, მასში მონაწილეობა კი - ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ანიჭებს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დასახელებას მომავალ კვირაში გეგმავს.