ევროკომისიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილი დათქმები უკვე მთავრობის ადმინისტარციის სამუშაო მაგიდაზეა. ვრცელი დოკუმენტი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პირობებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლის უფლებას შეინარჩუნებს. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ შემუშავებული წერილის ზოგიერთი პუნქტი ოფიციალური თბილისისთვის განსაკუთრებით გაუგებარი და მიუღებელია. მათივე თქმით, წითელი ხაზია პარლამენტის მიერ მიღებული ზოგიერთი კანონის გაუქმების მოთხოვნაც. ხელისუფლების ოპონენტებს მოლოდინი აქვთ რომ ბრიუსელის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საქართველოს მთავრობა არათუ არ შეასრულებს, არამედ მას მიზანმიმართულად დაარღვევს.