უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა გაიზარდა - Palitra News

უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა გაიზარდა

2025-07-17 13:51:13+04:00

უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.2%-ით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით და 315 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. ამავე მონაცემებით, 6 თვეში გადმორიცხულია 1 მილიარდ 715 მლნ დოლარზე მეტი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს. წლიური ზრდის ტემპი კი ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების შემთხვევაში 17.3%-ია. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში, აშშ-დან ფულადი გზავნილების 23%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58 მლნ დოლარზე მეტი შეადგენა. კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში, საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.