ევროპარლამენტის რეზოლუციას და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან კრიტიკული გზავნილები დაემატა - რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპარლამენტის რეზოლუციას და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან კრიტიკული გზავნილები დაემატა - რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2025-07-17 12:32:46+04:00

ევროპარლამენტის რეზოლუციას და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან კრიტიკული გზავნილები დაემატა. გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატაში აქტიურად საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზე და ე.წ ოფშორულ ზონებში გადანახული „ქართული ოცნების“ ლიდერების სავარაუდო ფარული ფინანსების შესახებ. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ გაკეთებული განცხადებები მკაცრი სასანქციო პაკეტის შემოღებასა და ამ გზით, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის სურვილზე მიანიშნებს. ბრიტანულ სანქციებს არ ელოდებიან საქართველოს მმართველ პარტიაში. მათი განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას ცდილობს.