შუა ზაფხულის საიდუმლოები ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანების კრებულია, წიგნის ორიგინალი 2021 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა HarperCollins-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა - Palitra News

შუა ზაფხულის საიდუმლოები ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანების კრებულია, წიგნის ორიგინალი 2021 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა HarperCollins-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა

2025-07-17 12:18:28+04:00

შუა ზაფხულის საიდუმლოები ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანების კრებულია. წიგნის ორიგინალი 2021 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა HarperCollins-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.კრებულში შესულია თორმეტი მოკლე დეტექტიური ჟანრის მოთხრობა, რომელთა მოქმედება ვითარდება ზაფხულის სეზონზე - კურორტებზე, სოფლად, საზაფხულო ფესტივალებსა თუ მოგზაურობებზე. მზიანი დღეები, დახურული ბაღები, მდიდრული ვილები და არაფრით გამორჩეული ადგილები, სადაც მოულოდნელად ხდება მკვლელობა ან საიდუმლო გაუჩინარება , აგათა კრისტის მთავარი დეტექტიური გმირები ერკუილ პუარო, მის მარპლი, პარკერ პაინი და ჰარლი ქუინი მუდამ მზად არიან ფარდა ახადონ იდუმალებით მოცულ საქმეებს და სააშკარაოზე გამოიტანონ დამნაშავეთა ვინაობა.

მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.

მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.

აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.

აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2025 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.