უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა - ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ოფიციალური ცნობებით, კენჭისყრის შემდეგ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი კვლავ ანდრეი სიბიგა დარჩება. პრეზიდენტმა მთავრობის ახალ მეთაურად იულია სვირიდენკო დაასახელა და კიდევ 15 მინისტრისა და მოადგილის ვინაობა გამოაცხადა. განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.