„გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მისი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით არ გაუარესებულა. 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.