1. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბაჩიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, აქვს დადებითი დინამიკა, თუმცა კოორდინაციის პრობლემიდან გამომდინარე დაკავებული ეტლით გადაადგილდება. დავით ჯანდიერის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის დამატებით ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისთვის პენიტენციურ სამსახურს დღეს მიმართავენ. ბაჩიაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კითხვები აქვთ ოპოზიციურ სივრცეში. ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება - ასე აფასებენ ბიზნესმენის ცემის ფაქტს ხელისიფლების ოპონენტები და მთავარ ორგანიზატორად გლდანის მე8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ასახელებენ. ბრალდებებს უარყოფენ ქართულ ოცნებაში.