თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცა

2025-07-16 16:00:10+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცოტახნით ადრე, დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, რაც სხდომის შეჩერების საფუძველი გახდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ, პროკურატურას 3 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათგან ერთი გამომძიებელია, მეორე კი დაზარალებული პოლიციელი. რას ამბობს გიორგი ახობაძე ჩვენებაში?! და როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქციებისას დაკავებულ პირთა სასამართლო სხდომა?!