ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციები გაეგზავნა, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. ხელისუფლების ოპონენტებს ქართული ოცნებისგან არცერთი პუნქტის შესრულების მოლიდინი არ აქვთ. თავის მხრივ, საქართველოში გერმანიის ელჩი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების პასუხზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი.