რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქ ვინიცაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა - Palitra News

რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქ ვინიცაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა

2025-07-16 12:39:09+04:00

რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქ ვინიცაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსებმა ხარკოვსაც შეუტიეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სუმ მცირე, სამი ადამიანი. რუსულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინის სხვა რაიონებზეც.