დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გავრცელებული ცნობებით. სტივენ დოუთის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გამოხატა საკუთარი მტკიცე და მკაფიო პოზიცია და მათ შორის, მოუწოდა "ქართულ ოცნებას" შეეცვალა პოლიტიკური კურსი. როგორც დოუთი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრთანაც დააფიქსირა. დიპლომატი ამბობს, რომ ქართული ოცნების ქმედებებზე საპასუხოდ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.