საქართველოს შესახებ 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობა კონკრეტული შეთანხმებისა და გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მმართველ გუნდს რეკომენდაციების სახით გარკვეული ვალდებულებების შესრულება განესაზღვრა, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ქართულ ოცნებას რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი არ აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაზე მზაობა ექნება. რა გზავნილი აქვს კალასს მმართველი გუნდისთვის და როგორია შეფასებები თბილისში?!