დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმების იდეას ეწინააღმდეგება - Palitra News

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმების იდეას ეწინააღმდეგება

2025-07-16 09:25:29+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმების იდეას ეწინააღმდეგება. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც მედიაში გავცრელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის აღნიშნულ საკითხზე საუბარი შედგა. როგორც უცხოური მედია იუწყებოდა, სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების განხორციელება. უცხოური მედიის აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეიტინგის გამო ზელენსკისა და ტრამპის საუბარი დამახინჯებული და არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.