ისრაელმა სირიის ძალები დაბომბა, რომლებიც დრუზების ქალაქში შევიდნენ - Palitra News

ისრაელმა სირიის ძალები დაბომბა, რომლებიც დრუზების ქალაქში შევიდნენ

2025-07-16 09:24:31+04:00

ისრაელმა სირიის ძალები დაბომბა, რომლებიც დრუზების ქალაქში შევიდნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან სუვეიდაში ძალებსა და იარაღზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რადგან მთავრობა დრუზების წინააღმდეგ მათ გამოყენებას აპირებდა. სირიამ ისრაელის ქმედება დაგმო და განმარტა, რომ დარტყმებს შეიარაღებული ძალების წევრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სამხრეთ სირიაზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებსა და მათ შედეგებზე პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება.. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი დაამხეს.