ვინ იქნება „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო“ს საერთო მერობის კანდიდატი ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე - Palitra News

ვინ იქნება „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო“ს საერთო მერობის კანდიდატი ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე

2025-07-16 09:22:41+04:00

ვინ იქნება „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო“ს საერთო მერობის კანდიდატი ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე?! - კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელია, თუმცა გახარიას გუნდისა და ძლიერი საქართველოს წევრები აცხადებენ რომ მემორანდუმის თანახმად, საერთო და ნეიტრალურ მერობის კანდიდატს უახლოეს მომავალში დაასახელებენ. პოლიტიკურ ძალებს შორის დადებულ შეთანხმებას, ოპოზიციის მეორე ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. საპირისპირო აზრზე მყოფი ოპოზიცია, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, კვლავ კატეგორიულად გამორიცხავს. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ქართული ოცნების მმართველობის ლეგიტიმაციას ნიშნავს.