გადაიყვანენ თუ არა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რუსთავის მე12 პენიტენციურ დაწესებულებაში - Palitra News

გადაიყვანენ თუ არა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რუსთავის მე12 პენიტენციურ დაწესებულებაში

2025-07-16 09:21:35+04:00

გადაიყვანენ თუ არა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რუსთავის მე12 პენიტენციურ დაწესებულებაში?! - ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებით, მსჯავდებულის გლდანის ციხეში დარჩენა საფრთხის შემცველია და ის რუსთავის მე12 პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლებადამცველების ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება და სისხლჩაქცევების სახით, დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება. ბაჩიაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კითხვები აქვთ ოპოზიციურ სივრცეში. ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება - ასე აფასებენ ბიზნესმენის ცემის ფაქტს ხელისიფლების ოპონენტები და მთავარ ორგანიზატორად გლდანის მე8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ასახელებენ. ბრალდებებს უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".