„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ციხეში ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უფლებადამცველის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება და აღენიშნება დაზიანების არაერთი კვალი სისხლჩაქცევების სახით. ამ თემას საია-ს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ - ისინი აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილის მიმართ ძალადობა შესაძლოა წამებას გაუტოლდეს.