17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უახლოეს საათებში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - მინისტერიალზე როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მოსამართლეების სანქციების, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი განიხილება. ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით იმედგაცრუებას არ მალავენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი კატეგორიულად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ძალადობრივმა ნაბიჯებმა ქართველ ხალხს ზიანი არ უნდა მიაყენოს. - რა გზავნილები აქვთ მინისტერიალის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.