რეისებისა და მგზავრთნაკადის თვალსაზრისით საქართველოს აეროპორტებში, 2025 წლის პირველ ნახევარში, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - Palitra News

რეისებისა და მგზავრთნაკადის თვალსაზრისით საქართველოს აეროპორტებში, 2025 წლის პირველ ნახევარში, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

2025-07-15 14:36:11+04:00

რეისებისა და მგზავრთნაკადის თვალსაზრისით საქართველოს აეროპორტებში, 2025 წლის პირველ ნახევარში, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადიც და რეისების რაოდენობა 14-14%-ით გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 17 ათასამდე რეისს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მაგალითდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პირველ 6 თვეში ისტორიულად ყველაზე მეტ, 2 358 937 მგზავრს მოემსახურა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 11%-ი შეადგინა. რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვისაც. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იანვარ-ივნისში 450 330 მგზავრი ჰყავდა და 2 121 რეისს მოემსახურა. შესაბამისად, ზრდამ მგზავრთნაკადის შემთხვევაში 35% შეადგინა, რეისების შემთხვევაში კი 38%.